გია ხუხაშვილი: ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, იმოქმედეთ!

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა.

მისივე თქმით, ჩვენი “მამები” ძირითადად დაკავებული არიან წუწუნით და უხარისხო დაშინებით.

“ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა.
სრულიად ცხადია, რომ ამას შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები.

ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მოიფიქრონ და იმოქმედონ, ჩვენი “მამები” ძირითადად დაკავებული არიან წუწუნით და უხარისხო დაშინებით.

თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ, რომ მორალის კითხვა და შეშინება არ მუშაობს, რადგან თქვენ გაფლანგეთ და ქარს გაატანეთ მთელი ნდობა, რაც პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს შემთხვევით და დაუმსახურებლად მოგანიჭათ ხალხმა.

ახლა ერთადერთი გზაა დადებითი სტიმულები შექმნათ.

სამკერდე ნიშანი მაინც გამოუშვით, რომელიც უფლებას აძლევს ვაქცინირებულ ადამიანს, მაგალითად გადაადგილდეს კომენდანტის საათის დროს, გადაადგილდეს პირბადის გარეშე (საკამათოა) და ა.შ.

კერძო სექტორს შეუმსუბუქოთ სამუშაო პირობები, თუ ყველა თანამშრომელი აიცრება და კიდევ ათასი რამის მოფიქრება შეიძლება.

იმოქმედეთ!…”, – წერს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპავილიონისი დანიელსონზე: ის არის ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოთ, გთხოვთ , იმედებს ნუ გაგვიცრუებთ
შემდეგი სტატიარომელი ლაბორატორიის სახელით მზადდებოდა PCR კვლევის ყალბი დოკუმენტაცია?