პავილიონისი დანიელსონზე: ის არის ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოთ, გთხოვთ , იმედებს ნუ გაგვიცრუებთ

“გთხოვთ , იმედებს ნუ გაგვიცრუებთ. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია”, – ამის შესახებ ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ჩემი სურვილია ისმინოთ ის, რასაც დიპლომატები გეუბნებიან. კრისტიან დანიელსონი 2000-2002 წლებში ლიტვას ევროკავშირში გაწევრიანებაში ეხმარებოდა. ის ლიტვის ევროკავშირში ინტეგრაციის გმირია. ის არის ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოთ. იმუშავეთ მასთან და ევროკავშირის შესანიშნავ ელჩ ჰარცელთან. გთხოვთ , იმედებს ნუ გაგვიცრუებთ. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია, ამას ყველას ვეუბნები, მთავრობის ჩათვლით”, – განაცხადა პავილიონისმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას?!
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, იმოქმედეთ!