ღაზის სექტორის საზღვარზე ათასობით პალესტინელი საპროტესტოა აქციას მართავს

ღაზის სექტორის საზღვარზე 40 ათასზე მეტი პალესტინელი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომ ისრაელის წინაარმდეგ მიმართული შეუწყვეტელი პროტესტის სერია აღენიშნათ. როგორც The Jerusalem Post-ი ავრცელებს, “მილიონის მარშს” “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ხანია და ეგვიპტის დაზვერვის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
აქცია გამოცხადებული იყო, როგორც მშვიდობიანი. აქციის დაწყებიდან ძალიან მალე ისრაელის დასახლებულ პუნქტზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი პალესტინიდან გაშვებულმა მფრინავმა ცეცხლოვანმა ბურთებმა გამოიწვია.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროტესტების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ასევე, 316 დაშავდა, მათგან 64-ს ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიღებული. სულ, ერთი წლის მანძილზე მიმდინარე პროტესტის განმავლობაში 260 პალესტინელია მოკლული, ათასობით დაშავებული. მოკლულია ორი ებრაელი ჯარისკაცი.

“დაბრუნების დიდი მარშის” ეროვნული კომიტეტმა განაცხადა, რომ საპროტესო აქციები ბევრ ადგილას გაიმართება, მათ შორის, არაბულ და ევროპულ ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაშიესპანეთი: ულტრამემარჯვენეების მიტინგზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინის უშიშროების სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ