უკრაინის უშიშროების სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, კვირას გაიმართება, უკრაინის უშიშროების სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ. პატრულირებაში ჩართულია სამხედრო ტექნიკა და უპილოტო ავიაცია. “ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ პროვოკაციის უმნიშვნელოვანესი გამოვლენის აღკვეთა შევძლოთ, რომლის მიზანი უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევა იქნება” – უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ამონარიდს “დოიჩე ველე” ავრცელებს.

კვირას, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მობილიზებული იქნება 39 ათასი პოლიციელი.

banner
წინა სტატიაშიღაზის სექტორის საზღვარზე ათასობით პალესტინელი საპროტესტოა აქციას მართავს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ზვიად გამსახურდია საუკუნოდ დარჩება, როგორც თავისუფლებისათვის თავგანწირვის მაგალითი