რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს დონეცკის ოლქის სოფელი მემრიკი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბავშვი.
ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. ფილაშკინის ცნობით, მტერი გრადებიდან ისროდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა შვიდი კერძო სახლი.
სამეხდრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეგიონის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებიან ოჯახებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.