ღარიბაშვილი: ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, „ფაიზერის“ დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით

ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მომატებულია – ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, „ფაიზერის“ დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუჯერონ ყალბ ინფორმაციას, ვინაიდან ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

„რაც შეეხება კოვიდვითარებას. ბუნებრივია, რომ ჩვენ ახლა სიტუაციას ვაკვირდებით, ბოლო პერიოდში მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციებს.

აბსოლუტურად უსაფრთხოა ვაქცინა, ყველა აცრილები ვართ, რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა, მეცნიერებას დავუჯეროთ ჩვენ და ფაქტებს, ნუ დავუჯერებთ ყალბ ინფორმაციას. ვაქცინები შემოტანილია, ყველანაირი გვაქვს. პირველ ოქტომბერს დამატებით მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიტანეთ, გვაქვს „ფაიზერი“, კიდევ დამატებით ნახევარ მილიონს ახლა ველოდებით. ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არის. გავუფრთხილდეთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი:კაცი ადრე ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა, კატასტროფაა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ნაყოფიას სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას