ღარიბაშვილი: ნაყოფიას სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას

პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკის მერობის ოპოზიციური კანდიდატი, კობა ნაყოფია გააკრიტიკა და თქვა, რომ მას ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა სენკაში განაცხადა და ამომრჩეველს მოუწოდა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ.

“მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამეს გაკეთება უნდოდა მას, მას ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო გაეკეთებინა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში”, – ამბობს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, „ფაიზერის“ დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით
შემდეგი სტატიამანჯგალაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება