ღარიბაშვილი: IRI-ის და NDI-ის კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს, რადგან სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ

იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ არასდროს არ ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევით ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, – ამის შესაახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კვლევებს ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებული ორგანიზაციები ატარებენ.

„ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ IRI-ის და NDI-ის, მაგრამ მათ მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვნის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ საველე სამუშაოებს არიან უშუალოდ მართულნი და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ის და NDI-ის მიერ დაკვეთილი კვლევები, ვინაიდან მათ მიერ დაკვეთილი და შესრულებული სამუშაოები ადგილზე ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. ის ცატარდება 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლების ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე
შემდეგი სტატიაახვლედიანი: 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას