ღარიბაშვილი: მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე

ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე.

„მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მოსმენებზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: IRI-ის და NDI-ის კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს, რადგან სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ