გერმანიის ვიცე-კანცლერი – გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35%-მდე შეამცირა – რუსულ გაზზე უარის თქმისთვის არარეალური უნდა ვცადოთ

გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, მისი მთავრობის მიზანი რუსული ენერგომომარაგებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს.

”გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35 პროცენტამდე შეამცირა, რომელიც ომის დაწყებამდე 55 პროცენტს შეადგენდა,” – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წლამდე რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმა არარეალურია, ბერლინმა ახლა “არარეალური უნდა სცადოს“.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა გარკვეულწილად არარეალური უნდა ვცადოთ,” – აღნიშნა ჰაბეკმა.

მან რუსეთის გადაწყვეტილებას პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით უწოდა მაგალითი იმ რეალობისა, „სადაც ენერგია იარაღად გამოიყენება”.

„ისინი მზად არიან შეაჩერონ გაზის მიწოდება. ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ეს ასევე ეხება ევროპის სხვა ქვეყნებს. ეს არის რეალობა – ეს არის რეალობა, სადაც ენერგია გამოიყენება იარაღად და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ არ ვართ დაუცველები, როდესაც ენერგია გამოიყენება იარაღად,“- ჰაბეკმა.

მან გერმანიის მთავრობას მოუწოდა, მომავალი 10 თვის განმავლობაში დააჩქაროს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ამას ხალხი ისურვებს
შემდეგი სტატიადაბომბვის გამო საოპერაციო ოთახი ჩამოინგრა, ახლა ჩვენი ჯარისკაცების დახმარება შეუძლებელია – აზოვის პოლკი