მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ამას ხალხი ისურვებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ამას ხალხი ისურვებს.

როგორც მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია „ჯორნალ ტივის“ (Journal TV) ეთერში აღნიშნა, ამ თემაზე კითხვა მოსახლეობას უნდა დაუსვან, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში კი შესაძლოა, გაერთიანება მოხდეს.

„ეს უნდა ჰკითხოთ მოსახლეობას. გაერთიანება შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ერის მხარდაჭერით. როცა ხალხი იტყვის, რომ ეს სურს, მაშინ მოხდება გაერთიანება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV -ს ეთერში.

მანამდე ამ თემაზე განცხადება მოლდოვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იური ლიანკემ გააკეთა. როგორც ლიანკემ აღნიშნა, სავარაუდო საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით, მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანება აუცილებელია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების იარაღით შევსება კონტინენტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს – პესკოვი
შემდეგი სტატიაგერმანიის ვიცე-კანცლერი – გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35%-მდე შეამცირა – რუსულ გაზზე უარის თქმისთვის არარეალური უნდა ვცადოთ