დაბომბვის გამო საოპერაციო ოთახი ჩამოინგრა, ახლა ჩვენი ჯარისკაცების დახმარება შეუძლებელია – აზოვის პოლკი

აზოვის ბატალიონის ცნობით, ღამით რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიის ის ნაწილი დაზიანდა, სადაც სამხედრო საველე ჰოსპიტალი იყო განთავსებული.

მათი ინფორმაციით, დაჭრილ სამხედროებს შორის არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც.

“მტრის თავდასხმის გამო ოთახის ნაწილი ჩამოინგრა – კერძოდ, საოპერაციო ოთახი, რის გამოც ახლა შეუძლებელია ჩვენი ჯარისკაცების დახმარება, თუნდაც ისეთ პირობებში, რაც ადრე იყო.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ! ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს სტაციონარული და მოძრავი სამედიცინო დაწესებულებების დაცვას, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს! დაჭრილები და ავადმყოფები, სამოქალაქო თუ სამხედრო (მებრძოლები), უნდა სარგებლობდნენ დაცვით. დაჭრილს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეწოდოს საჭირო დახმარება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გამოეხმაურონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობებსაც კი, რომლებიც იარაღს ვეღარ იჭერენ!” – წერს აზოვის პოლკი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ვიცე-კანცლერი – გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35%-მდე შეამცირა – რუსულ გაზზე უარის თქმისთვის არარეალური უნდა ვცადოთ
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა