გერმანიის პრინცი, რომელიც შაბათ-კვირას ციხიდან გამოუშვეს, სასტუმროს სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

გერმანიის პრინცი კარლოს პატრიკ გოდჰარდი, 39 წლის ასაკში ფრანკფურტში დაიღუპა – Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმრო Intercontinental-ის 21-ე სართულის ტერასიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გადმოვარდნა, ამ მომენტისთვის უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ პრინცმა თავი მოიკლა. საქმზე ეჭვიტანილები არ არსებობს.
გამოცემის ინფორმაციით, პრინცი კარლოს პატრიკ გოდჰარდი 4 წლიან სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდა, მას პატიმრობის ვადა ივლისში ეწურებოდა.
პრინცმა მამისგან მრავალმილიონიანი მემკვიდრეობა მიიღო, რომელიც ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია. 2014 წელს პრინცი არარსებულ მრავალმილიონიან ფონდებთან კონტრაქტების გამო დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის მთავრობის განცხადებით ქვეყანაში 2 მილიონამდე უკრაინელია
შემდეგი სტატიაჯგალის ავარიისას დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა