ჯგალის ავარიისას დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 27, 2018 00:40

ჯგალის ავარიისას დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, ორ ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ერთი პირი, ზვიად ჩალიგავა ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანეს. “თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მეორე დაშავებული პირი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მკვიდრია, ასევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 27, 2018 00:40