პოლონეთის მთავრობის განცხადებით ქვეყანაში 2 მილიონამდე უკრაინელია

პოლონეთში ორ მილიონზე მეტი უკრაინელია – ამის შესახებ პოლონეთის ჰუმანიტარული დახმარებისა და ლტოლვილთა საქმეების მინისტრმა ბეატა კემპამ განაცხადა – პოლონური მედია წერს. “ჩვენი შეფასებით, უკრაინელების რაოდენობამ პოლონეთში 2 მილიონს გადააჭარბა, ცხადია, ბევრი მათგანი აქ უკრაინის კონფლიქტის გამო იმყოფება” – თქვა მინისტრმა, რომელმაც ასევე დაამატა, რომ უკრაინელები პასუხისმგებლობით მუშაობენ.

მინისტრის განცხადება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, უკრაინელებს პოლონეთში ცხოვრების უფლების შესახებ დოკუმენტს არ აძლევდნენ, თუკი ისინი უკრაინელ ნაციონალისტებს და სტეფან ბანდერას უჭერენ მხარს. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ 1943 წელს ე.წ. ვოლინის მკვლელობა მოაწყო – პოლონელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც, სხვადასხვა შეფასებებით 30-დან 100 ათასამდე პოლონელი დახოცეს უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობის წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: პუტინმა აღმოსავლეთ გუტაში “ჰუმანიტარული პაუზა” შემოიღო
შემდეგი სტატიაგერმანიის პრინცი, რომელიც შაბათ-კვირას ციხიდან გამოუშვეს, სასტუმროს სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა