გერმანიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლების გამო ათეულობით საქმეა აღძრული

გერმანიის პოლიცია და პროკურატურა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლების გამო 140-ზე მეტ საქმეს იძიებს. ინფორმაციას Redaktionsnetzwerks Deutschland ჯგუფი 18 აპრილის ნომერში ავრცელებს.

აღძრული საქმეების უმეტესობა ასო Z-ის გამოყენებას უკავშირდება, რომელიც რუსეთის თავდასხმის სიმბოლოა.

აღნიშნული სიმბოლოს საჯარო ადგილებში გამოსახვა გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქსონია-ანჰალტში ამ მუხლით 19 საქმე გაიხსნა, ჰამბურგში – 17, აქედან 16 ამ სიმბოლოს ეხება. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლების გამო 37 საქმეა გახსნილი, მათგან 22 ასევე Z-ის სიმბოლოს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს – ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა
შემდეგი სტატიაეს არის გენოციდი, ეს არის უკრაინელების მიზანმიმართული განადგურება – ლვოვის მერი თავდასხმაზე