ეს არის გენოციდი, ეს არის უკრაინელების მიზანმიმართული განადგურება – ლვოვის მერი თავდასხმაზე

ეს არის გენოციდი – ამბობს ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი, რომელიც რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ თავდასხმაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, დღეს ლვოვზე თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა – მათ შორის ერთი ბავშვი. დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, საჰაერო იერიშის შედეგად, 40-მდე მანქანა დაზიანდა – „ეს არის გენოციდი, ეს არის უკრაინელების მიზანმიმართული განადგურება“, – განუცხადა მან უკრაინის ტელეარხ 1+1-ს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლების გამო ათეულობით საქმეა აღძრული
შემდეგი სტატიასაქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს – პაპუაშვილი