გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საელჩო და ყველა საკონსულო 12 დან 16 სექტემბრის ჩათვლით დახურა… თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დახურვის მიზეზები მითითებული არ არის. ,,ბილდის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის მიზეზი, ყურბან ბაირამის დროს თურქეთში არსებულ წარმომადგენლობებზე შესაძლო თავდასხმები გახდა, რომლის საშიშროებაც მას შემდეგ გახდა რეალური, რაც გერმანულმა ,,შპიგელმა,, პრეზიდენტი ერდოღანი დიქტატორად მოიხსენია და მას არადემოკრატიულ ქმედებებსა და ოპონენტების დარბევაში დასდო ბრალი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტანჯუ ბილგიჩმა, გერმანიას არამარტო თურქეთის არამედ ისლამისადმი უარყოფითი იმიჯის შექმნაში დასდო ბრალი.