ბერნი სანდერსმა ედუარდ სნოუდენის შეწყალებაზე მოწოდება გააკეთა

333ვერმონტის შტატის სენატორმა, ბერნი სანდერსმა The Guardian-ის საკუთარ სვეტში მოწოდება გააკეთა, უშიშროების ეროვნული სააგენტოსა და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილი თანამშრომლის, ედუარდ სნოუდენის შეწყალების შესახებ.
“ინფორმაციამ, რომელიც ედუარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა, კონგრესს და ამერიკელ ხალხს დაანახა, თუ რა დონეზე იყენებდნენ შესაბამისი სამსახურები საკუთარ უფლებამოსილებებს, ამან დაგვანახა ამერიკის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევები” – თვლის პოლიტიკოსი.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უშიშროების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა “ფიცი გატეხა და დანაშაული ჩაიდინა”, თუმცა, დემოკრატი პოლიტიკოსის აზრით, კარგი იქნება, თუკი მთავრობა სნოუდენს შეიწყალებს, მას არ დააპატიმრებს და სისხლის სამართლებრივ დევნას შეწყვეტს.

გუშინ, 14 სექტემბერს სამმა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მოუწოდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ექს-თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი შეიწყალოს – ეს ორაგნზაციები არიან Amnesty International, Human Rights Watch-ი და ადამიანის უფლებების დაცვის ამერიკული კავშირი. მათ ონლაინ პეტიცია ჩაუშვეს შეწყალების მოთხოვნით. პეტიციაში აღნიშნულია, რომ სნოუდენი საზოგადოებრივი ინტერესებიდამნ გამომდინარე მოქმედებდა.

სნოუდენმა უფლებადამცველებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ედუარდ სნოუდენი რუსეთში 2013 წლიდან ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიფეკალურმა მასებმა დევნილთა დასახლების ტერიტორია დატბორა
შემდეგი სტატიაგერმანიამ თურქეთში საელჩო და საკონსულოები დახურა