გერმანიის კვალდაკვალ თურქეთში საელჩოს ინგლისიც ხურავს

14374561_642235065936684_1999070630_oგერმანიის საელჩოს კვალდაკვალ, თურქეთში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაურკვეველი ვადით ინგლისის საგარეო უწყებაც ხურავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი აქაც იგივეა რაც გერმანიის შემთხვევაში, კერძოდ კი – დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში საელჩო და ყველა საკონსულო 12 დან 16 სექტემბრის ჩათვლით დახურა… . ,,ბილდის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის მიზეზი, ყურბან ბაირამის დროს თურქეთში არსებულ წარმომადგენლობებზე შესაძლო თავდასხმები გახდა, რომლის საშიშროებაც მას შემდეგ გახდა რეალური, რაც გერმანულმა ,,შპიგელმა,, პრეზიდენტი ერდოღანი დიქტატორად მოიხსენია და მას არადემოკრატიულ ქმედებებსა და ოპონენტების დარბევაში დასდო ბრალი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტანჯუ ბილგიჩმა, გერმანიას არამარტო თურქეთის არამედ ისლამისადმი უარყოფითი იმიჯის შექმნაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ თურქეთში საელჩო და საკონსულოები დახურა
შემდეგი სტატიამედვედევის ,,იაღლიში,, ტვიტერზე