გერმანიამ ნამიბიაში გენოციდი ოფიციალურად აღიარა

გერმანიამ ოფიციალურად აღიარა გერმანული კოლონიალური ჯარისკაცების მიერ ჰერეროსა და ნამას ტომების გენოციდი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ახლანდელი ნამიბიის ტერიტორიაზე მოხდა და მსხვერპლის შთამომავლობას ბოდიში მოუხადა. თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიამ და ნამიბიამ “თანამედროვე ისტორიის ყველაზე ბნელი მხარის შესაფებაში” თანხმობას მიაღწიეს – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა 28 მაისს განაცხადა და დაამატა, რომ “გამოუთქმელი ტანჯვის აღიარების ჟესტად” გერმანია ნამიბიას განვითარებისათვის მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს – “დოიჩე ველე” წერს.
მაასის თქმით, მოლაპარაკებების მიზანი იყო “მსხვერპლის ხსოვნის ნიშნად შერიგების საერთო გზის გამონახვა”, ამისათვის კი მოვლენებს თავისი სახელი უნდა დარქმეოდა.

საუბარია 1904-1908 წლებში მომხდარ მოვლენებზე, როცა თანამედროვე ნამიბიის ტერიტორიაზე გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა იყო.

გერმანულმა საექსპედიციო კორპუსმა ჰერეროსა და ნამას ტომების აჯანყებები (ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას) სასტიკად ჩაახშო. ისტორიკოსების შეფასებით, ჰერეროს ტომიდან 65-დან 80 ათასამდე ადამიანი იყო მსხვერპლი, ნამას ტომიდან კი – 20 ათასი. ბევრი გარდაიცვალა უდაბნოში, საიდანაც გამოსვლის საშუალება მათ არ მისცეს, რომ შიმშილითა და წყურვილით მომკვდარიყვნენ, ათასობით საკონცენტრაციო ბანაკებში გამოამწყვდიეს, სადაც შიმშილისგან, წყურვილისგან, სიცივისგან კვდებოდნენ. გენოციდის შემდეგ ადგილობრივების მიწები გერმანელ ფერმერებს შორის გადანაწილდა.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიააშშ საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩარევას იძიებს