ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

პროექტის მიხედვით, კულტურის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

პროექტის ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს.

რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი 2016 წელს განხორციელდა.

ქალაქ ჯვარში კულტურის სახლი 1975-1976 წლებში აშენდა და მას 600 მაყურებელზე გავლილი დარბაზი აქვს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ აზერბაიჯანსა და სომხეთს პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაგერმანიამ ნამიბიაში გენოციდი ოფიციალურად აღიარა