აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩარევას იძიებს

ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურატურამ უკრაინელი ჩინოვნიკების აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის გამოძიება დაიწყო – 27 მაისს The New York Times-მა საკუთარ წყაროებსზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება, რომლის შესახებ ადრე არ იყო ცნობილი, 2020 წელს, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ თვეეში დაიწყო.

გამოძიების მთავარი ფიგურანტია ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი. ბრალდება მის 2019 წლის ევროპაში ვიზიტს სწავლობს, რომლის დროსაც ის უკრაინელ ჩინოვნიკებს შეხვდა. პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები, კერძოდ კი უმაღლესი რადას დეპუტატი ანდრეი დერკაჩი, ჯულიანის მეშვეობით ჯო ბაიდენის შესახებ, მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა. The New York Times-ის ინფორმაციით, დაზვერვამ ჯულიანი ადრე გააფრთხილა ამის შესახებ.

გარდა ამისა, ჯულიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც მის უკრაინელ ბიზნესმენებთან კავშირს შეეხება. ორი საქმე ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ნამიბიაში გენოციდი ოფიციალურად აღიარა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – მივიღე გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს