გერმანია ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ის ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია – dpa-სთან ინტერვიუ 26 დეკემბერს გამოქვეყნდა. მინისტრმა თქვა, რომ გერმანია შეეწინააღმდეგება ნებისმიერ მსგავს გეგმას იმ შემთხვევაში, თუკი საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება გაუქმდება, რომელიც 30 წლის წინ რუსეთსა და აშშ-ს შორის დაიდო – “დოიჩე ველე” წერს.
“ევროპა შეიარაღების რბოლის არენა არ უნდა გახდეს. საშუალო სიშორის რაკეტების განთავსება გერმანიაში უკმაყოფილებას გამოიწვევს” – თქვა მაასმა და დაამატა, რომ ბირთვული იარაღის გაზრდა შეცდომა იქნება. “შეიარაღების გაზრდა ცივი ომისკენ მიდის. 80-იანი წლების პოლიტიკა დღევანდელ დღეს პასუხებს ვერ გასცემს”.

აშშ რუსეთს საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამერიკის მთავრობამ ნოემბერში რუსეთს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი თვის ვადა დაუნიშნა. დრო თებერვალში იწურება. რუსეთი, თავის მხრივ, დათმობას არ აპირებს და ნატოს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა
შემდეგი სტატიარუსეთი დასავლეთს მოუწოდებს აზოვის ზღვაში უკრაინის “პროვიკაციებს” არ აყვეს