რუსეთი დასავლეთს მოუწოდებს აზოვის ზღვაში უკრაინის “პროვიკაციებს” არ აყვეს

ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები მონაწილეობას არ მიიღებენ ქერჩის სრუტეში უკრაინის მიერ დაგეგმილ “პროვოკაციებში” და კიევს დაარწმუნებენ იმაში, რომ ამ რეგიონში უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციაზე – ადრე კიევმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომ აზოვის ზღვის პორტებში სამხედრო გემებს გააგზავნის რუსეთის მიერ ნოემბერში გემების და მეზღვაურების დაპატიმრების მიუხედავად.

ბრიატნეთის თავდაცვის მინისტრი ჰევინ უილიამსონი გასულ კვირას უკრაინას ესტუმრა, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ შავი ზღვა რუსეთს არ ეკუთვნის და რომ ბრიტანეთი იქ სამხედრო გემებს გააგზავნის იმის ნიშნად, რომ კიევი მარტო არ არის. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დასავლეთს მოუწოდა კიევს გეგმებზე უარი ათქმევინოს – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაპუტინმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ახალ ზებგერით სარაკეტო კომპლექსს ჩაუშვებენ