უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია – ოთხშაბათს, 26 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა. “ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ის დაფუძნებულია სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმდინარე სიტუაციის ანალიზზე” – პოროშენკომ განაცხადა კიევში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 26 ნოემბერს, ქერჩის ყურეში მომხდარი მოვლენების შემდეგ შემოიღეს. ინციდენტის დროს რუსმა მესაზღვრეებმა სამი უკრაინული გემი და მასზე მყოფი 24 მეზღვაური დააკავეს. საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინაში შესვლა შეეზღუდათ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს. ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნა თუ არა ეს შეზღუდვა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ოპიუმის შემცველი ყაყაჩოს კულტივირებას დაიწყებენ
შემდეგი სტატიაგერმანია ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია