გერმანია და საფრანგეთი თანამშრომლობას აღრმავებენ

ელისეის შეთანხმებიდან 56 წლის შემდეგ, რომელიც გერმანია-საფრანგეთს შორის მეგობრული ურთიერთობის შესახებ პირველი შეთანხმება იყო, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს, 22 იანვარს აახენში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მხარეები 15 სფეროში გააღრმავებენ ურთიერთობას, ამავე დროს, პროექტის რეალიზება დაუყოვნებლივ დაიწყება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფრანგეთისა და გერმანიისთვის დადგა დრო “ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდეს და გამოწვევებისთვის მოემზადონ, რომელიც ევროპული სახელმწიფოების წინაშე დგას 21-ე საუკუნეში” – “დოიჩე ველე” წერს.
შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში გერმანია და საფრანგეთი ვალდებული იქნებიან ერთმანეთს დახმარება გაუწიონ, მათ შორის, სამხედრო. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის გერმანულ-ფრანგული საბჭო შეიქმნება, რომელიც რეგულარურად ჩაატარებს მაღალი დონის შეხვედრებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა
შემდეგი სტატიაკიევში გრიპის გამო 25 სკოლა დაიხურა