კიევში გრიპის გამო 25 სკოლა დაიხურა

უკრაინის დედაქალაქში გრიპისა და ვირუსების გამო 25 სკოლა დაიხურა – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მიმდინარე წლის უკანასკნელ კვირას კიევში გრიპის 14 653 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 600-ით მეტია, ვიდრე მეორე იანვრის მეორე კვირას. ქალაქში ავადმყოფობა 12,1 %-ით იზრდება ყოველ კვირას. დაავადებულთა შორის 8 386 ბავშვია და 6 267 ზრდასრული. დაავადებულ ბავშვთა შორის 43,9% სკოლის მოსწავლეა. გრიპის გამო საავადმყოფოში 162 პირი წევს, მათგან 127 ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია და საფრანგეთი თანამშრომლობას აღრმავებენ
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მოთხოვნის მიზეზი არ არსებობს