გაზის საფასურის რუბლებში გადახდას არ ვაპირებთ – გერმანიის ფინანსთა მინისტრი

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კრემლის პირობებს არ დათანხმდება და ბუნებრივი აირის გადასახადის რუბლებში გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, გერმანია „ყველაფერს აკეთებს“ იმისათვის, რომ რუსეთისგან ენერგოთავისუფლება მოიპოვოს.

„ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ! ჩვენ რუსული გაზის საფასურს რუბლებში მაინც არ გადავიხდით. ერთი რამ ცხადია: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ რუსეთისგან დამოუკიდებლები“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიზანია მსოფლიოს საქართველო თვალში არ ეჩხირებოდეს – ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთი შეცდა, როდესაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს ძირითადი ფსონი სატანკო კოლონების დარტყმებზე გააკეთა – სამხედრო ექსპერტი