რუსეთი შეცდა, როდესაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს ძირითადი ფსონი სატანკო კოლონების დარტყმებზე გააკეთა – სამხედრო ექსპერტი

რუსეთი შეცდა, როდესაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს ძირითადი ფსონი სატანკო კოლონების დარტყმებზე გააკეთა. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა მიხეილ ჟიროხოვმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„რუსეთის ჯარის ხელმძღვანელობა რატომღაც ფიქრობდა, რომ ტანკები შეტევის ძირითადი ძალაა და მათ ეს უზარმაზარი უპირატესობა უნდა გამოიყენონ. ანუ „გავაგზავნით 300 ტანკს და კიევს ავიღებთ“. მათ გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომის სტანდარტი – სატანკო მუშტი წინ და მას უკან მიყვებიან ქვეითთა ქვედანაყოფები“ – ამბობს ექსპერტი.

ექსპერტის თქმით, რუსებმა არ გაითვალისწინეს, თუ რამდენად ეფექტიანია დასავლური ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და რამდენად კარგად ფლობს მას უკრაინული ჯარი.

„2014 წელს უკრაინელებს დასავლური ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება პრაქტიკულად არ ჰქონდა. მაშინ რუსეთს შეეძლო ტანკების ეფექტიანი გამოყენება. ახლა კი თუ ერთ უკრაინელ სამხედროს დასავლეთის წარმოების ყუმბარმტყორცნი აქვს, ის ტანკს თავისუფლად ანადგურებს. – ამბობს მიხეილ ჟიროხოვი.

მისი თქმით, რუსეთი მოძველებული ტაქტიკით იბრძვის, რაც მას წარმატების მიღწევის საშუალებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაშიგაზის საფასურის რუბლებში გადახდას არ ვაპირებთ – გერმანიის ფინანსთა მინისტრი
შემდეგი სტატიახერსონში “რეფერენდუმის” იდეა ჩაიშალა – ახლა ოკუპანტები “ამტკიცებენ”, რომ მის ჩატარებას არც აპირებდნენ