რუსეთის მიზანია მსოფლიოს საქართველო თვალში არ ეჩხირებოდეს – ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მსოფლიოში დრამატული სიტუაციაა და ეს საქართველოს პირდაპირ ეხება.

ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველო არ ჩანდეს და მსოფლიოს არ ეჩხირებოდეს თვალში.

„მსოფლიოში ძალიან დრამატული სიტუაციაა და ეს საქართველოს პირდაპირ ეხება. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც უკრაინა, ჩვენც ვართ მსხვერპლი. ამიტომ, რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველო არ ჩანდეს, არ ეჩხირებოდეს მსოფლიოს თვალში, როგორც მსხვერპლი რუსეთისა. საქართველომ ცალკე შეიძლება ხმა მისცეს გაეროში რუსეთის წინააღმდეგ, ჰააგაშიც კი სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ იყოს, ამ დროს რუსეთი ხმას არ იღებს…

მაქვს განცდა, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველო არ იყოს პრორუსული, მაგრამ მთავარია არ იყოს მსოფლიოსთვის მაგალითი რუსეთის აგრესიისა ანუ რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველო არც იქით იყოს და არც აქეთ“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე ამ ამოცანას ასრულებს თუ არა რუსეთი „ქართული ოცნების“ სახით? ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კი, ასრულებს.

„ნახეთ, რუსეთი როგორ გვაქებს. მისი პროპაგანდისტები ამბობენ, „ნახეთ, საქართველოს თავში წამოვარტყით 2008 წელს და როგორი გასუსულები არიან დღეს“. მშვენიერი არგუმენტია იმისა, რომ ბედნიერები არიან რუსები. ისინი არ ამბობენ, ქართველებმა როგორ გაბედეს და როგორ მისცეს ხმა გაეროში რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგ, სულ არ ადარდებთ… რუსეთისთვის მთავარია საქართველო ცალკე არ იყოს, მთავარია საქართველო არ იყოს 2008 წლის მსხვერპლი, საქართველო არ იყოს რუსეთის მიერ ოკუპირებული. სწორედ ეს არის რუსეთის მთავარი მიზანი და ის თავისას აღწევს“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში ნაწამები და მოკლული ადამიანების სამარხი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგაზის საფასურის რუბლებში გადახდას არ ვაპირებთ – გერმანიის ფინანსთა მინისტრი