გაფიცვის გამო Ryanair-მა 190 რეისი გადადო

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 28 სექტემბერს 190 რეისს გადადებს – დღეს კომპანიამ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ამდაგვარად ყოველდღიური 2400 რეისიდან დაახლოებით 8% ანულირებული იქნება, რომელიც კომპანიის 450 ათასი კლიენტიდან 30 ათასს შეეხება. გაფიცვის მიზეზი ბელგიაში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და პორტუგალიაში ბორტგამცილებლების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნებია. თვითონ ავიაკომპანია აცხადებს, რომ გაფიცვა “საჭირო არ იყო”, რადგანაც ირლანდიის, ბრიტანეთის, გერმანიისა და პორტუგალიის ბორტგამცილებლებთან თითქმის მიაღწია შეთანხმებას, სხვა ქვეყნებთან კი მოლაპარაკებები მიდის – “დოიჩე ველე” წერს.
ევროპაში ყველაზე შემოსავლიან ავიაკომპანიაში გაფიცვები თითქმის წელიწადია ვრცელდება. მფრინავები და ბორტგამცილებლები ხელფასის მატებასთან ერთად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიკადილაკი, რომელიც ტრამპს მოემსახურება მხოლოდ ორი ცალია მსოფლიოში
შემდეგი სტატიასალვინის დეკრეტი – იტალია მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს