კადილაკი, რომელიც ტრამპს მოემსახურება მხოლოდ ორი ცალია მსოფლიოში

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში პირველად გამოჩნდა Cadillac-ის ლიმუზინით, რომელიც General Motors Co-მ დაამზადა და რომელიც მსოფლიოში სულ ორი ცალია.
ავტოკომპანიამ ლიმუზინის შექმნის კონტრაქტი 2014 წელს მოიგო. წინა ვერსია, რომელიც 2009 წელს იყო გაკეთებული, იმავე კომპანიას ეკუთვნის. იმ მანქანაზე ბარაკ ობამა ამბობდა, რომ ეს “ტანკში ჩასმული კადილაკია”.
ახალ ლიმუზინს, ისევე, როგორც წინას, “მხეცი” ქვია. Reuters-ის ინფორმაციით, ახალ მანქანას მაშინაც კი შეუძლია მოძრაობა, როცა საბურავები დაშვებული აქვს. გარდა ამისა, ის სრულიად ჰერმეტულია, რომ ქიმიური შეტევისას დაიცვას ისინი, ვინც შიგნით იმყოფება. მანქანის ტექნიკური დახასიათება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრემიერს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიაგაფიცვის გამო Ryanair-მა 190 რეისი გადადო