სალვინის დეკრეტი – იტალია მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს

იტალიის მთავრობამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარებას და იმ პირებისათვის იტალიის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხება, რომლებიც ტერორიზმში არიან ბრალდებულები.
დეკრეტი, რომელსაც “სალვინის დეკრეტი” უწოდეს, იმ მიგრანტების დეპორტაციის უფლებას იძლევა, რომლებმაც მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს, მაგალითად, ყაჩაღობა ან გაუპატიურება.
გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა თავშესაფრისმაძიებლობის შესახებ განცხადებაზე უარის თქმა იმ პირებზე, რომლებიც ბრალდებულები არიან ნარკოვაჭრობაში – იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა – “ბიბისი” წერს.
კანონპროექტი პარლამენტმა უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიგაფიცვის გამო Ryanair-მა 190 რეისი გადადო
შემდეგი სტატიასექსუალური ძალადობის გამო ბილ კოსბის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა