გამყრელიძე: სვანეთში 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევაა დაგეგმილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განისაზღვრა სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა გამოიკვლიონ.

მისი თქმით, დაბა მესტიაში, უშგულსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით, 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევაა დაგეგმილი

„სვანეთში, გუშინ დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული და ველოდებით შედეგებს. სოფელ ლენჯერის გამოკვლევა თითქმის დავამთავრეთ. განვსაზღვრეთ სამიზნე კონტიგენტი და უნდა გამოვიკვლიოთ. დაბა მესტიაში, უშგულსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით, 4 000-მდე სამიზნე ადამიანი განვსაზღვრეთ, რომლებსაც გამოვიკვლევთ, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ტურისტებს. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში ამ 4 000 ადამიანის გამოკვლევას დავამთავრებთ. იმის მიხედვით, რამდენ ინფიცირებულს გამოვავლენთ, შედგება უკვე უახლოესი სამოქმედო გეგმა – როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები, რა სიმკაცრის და შესაბამისად, როგორ ვიმუშავებთ მოსახლეობასათან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოლო დღეების კვლევებით, კორონავირუსი შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: არ გვინდა რა ჯერ 500 -კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები