გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% ომიკრონია

“ჩვენი მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% არის ომიკრონი, ხოლო თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს და ინციდენტობა ყველაზე მაღალია, აქ ომიკრონის წილია 65%. რეგიონებში ეს წილი არის 30%-35%-ის ფარგლებში.

ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და შემდეგ გურია. ომიკრონის ცირკულაცია მნიშვნელოვანია, თბილისის შემდეგ ომიკრონით მეორე ადგილზე გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი.” – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგაბუნი: საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის”​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა