გამყრელიძე: ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია

“15 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, იმ რიცხვიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი და 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% არ იყო ვაქცინირებული.

ერთჯერადი აცრის შემდეგ ინფიცირება სადღაც 0.8%-ის ფარგლებში იყო და ორჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება, ეს არის დაახლოებით 0.3%-ის ფარგლებში, სხვადასხვა ვაქცინებზე სხვადასახვაა, ეს დეტალები გამოქვეყნდება. მაგრამ მთავარი რა არის, ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია”.- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიძალადობრივი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი რუსთაველზე დაანონსებულ აქციას Facebook-ზე ეხმაურება