სახალხო დამცველი რუსთაველზე დაანონსებულ აქციას Facebook-ზე ეხმაურება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსთაველზე დაანონსებულ აქციას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ მათი დაკვეთა განსხვავებულის მიმართ ძალადობა არ არის.

მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა”,- წერს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია
შემდეგი სტატიასაქართველოში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული