გამყრელიძე – ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს, რამდენ შემთხვევაზეა საუბარი.

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. გიდასტურებთ, რომ შესწავლა მიმდინარეობს. ყველგან არის შესაძლებელი, საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს“, – აცხადებს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში, მიტოვებულ შენობაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიანიკა მელია – თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია