ნიკა მელია – თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია

თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – ნიკა მელია დღეს თელავში ჩავიდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კონსულტაციებს რეგიონებში იწყებენ.

“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე”, ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

“ყველა ჩვენს მეგობარს, ყველა ჩვენს თანაპარტიელს, ყველა ჩვენს პარტნიორ პარტიის თავმჯდომარეს, კოლეგებს ა.შ., როდესაც შევხვდები, ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას.

ახლაც მიმაჩნია, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მეგობრებთან ერთად და ის, რომ დღეს ვარ თელავში, ეს არის ნაწილი ამ ჩემს მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის.

შეუძლებელი იყო, დაუშვებელი იყო და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება, თუნდაც მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პარტიაში.

მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საფრთხეა, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება, ამასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება”,-თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასიორიძე – ბიულეტენს ექნება სხვანაირი კონსტრუქცია, აღჭურვილი იქნება ე.წ. QR კოდებით, რომელიც დამცავი მექანიზმია