გაეროს გენერალური მდივანი სექსუალურ ძალადობაში მხილებული მშვიდობისმყოფელების დასჯას მოითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი სექსუალურ ძალადობაში მხილებული მშვიდობისმყოფელების დასჯას მოითხოვს. განცხადება ბან კი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს შორის დაუსჯელობის განცდას წერტილი უნდა დაესვას, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

გაეროს გენერალური მდივანი სამშვიდობო ოპერაციებში იმ ქვეყნების წარმომადგენლების ჩართვის წინააღმდეგია, რომელებიც სექსუალურ ძალადობაში არიან მხილებულები.

banner
წინა სტატიაშიტრამპის აზრით, ვლადიმერ პუტინი გაცილებით უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე, ბარაკ ობამა
შემდეგი სტატიაქართველი დედის ფენომენი