ტრამპის აზრით, ვლადიმერ პუტინი გაცილებით უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე, ბარაკ ობამა

ტრამპმა კონკურენტს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა.

ეს განცხადება პრეზიდენტობის მილიარდერმა კანდიდატმა მაიამიში გამართული ტელედებატების დროს გააკეთა. “თუ ვისაუბრებთ პუტინზე, ის რუსეთისთვის ძლიერი ლიდერია, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ჩვენი ლიდერი. ძლიერი არ ნიშნავს კარგს. შემიძლია დაგისახელოთ ბევრი ძლიერი ლიდერი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პუტინს მხარს ვუჭერ,” განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ის ამას არ ამბობს უარყოფით ან დადებით ჭრილში, თუმცა აღნიშნავს, რომ ამბობს იმას, რაც ფაქტია. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალური მდივანი სექსუალურ ძალადობაში მხილებული მშვიდობისმყოფელების დასჯას მოითხოვს