ქართველი დედის ფენომენი

ფრესწიგნს, რომელიც ეხლახან გამოიცა ჰქვია:”დედები”-რომლის ავტორთა ჯგუფი: ნელი გურგენიძე, მარინე ნებიერიძე და ლია ლომიძეა.
ამ წიგნის გამოცემის იდეა მეგობართა ვიწრო წრეში დაიბადა.პოეზიაში ძალიან ბევრი ლექსია, დედებისადმი მიძღვნილი, მაგრამ პროზა იშვიათობაა. დიდხანს ფიქრობდნენ როგორი სახის უნდა ყოფილიყო წიგნი. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედის-ამ საოცარი ფენომენის უნივერსალური და ყოვლად ამომწურავი შეფასება ვერავინ მოახერხა,-ამიტომ სჯობს პერსონალურად მოგაწოდონ წერილები საკუთარ დედაზე. უნდა გითხრათ ამან დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

წერილების ავტორები საზოგადოებისთვის ცნობილი,სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სახელოვანი ადამინები ბრძანდებიან. თითოეულმა მათგანმა თავად შეარჩია წერილის ჟანრი: ესსე,გაუგზავნელი წერილი დედას, ლექსი თუ სხა. ყველა წერილის აზრი ერთია-გადმოცენ თავიანთი დედების სახე, რომელთაც შეძლეს ჩვენს ქვეყანაში მიმდიანრე ურთულესი პერიოდების მიუხედავად აღეზარდათ სახელოვანი შვილები. ეტარებინათ მძიმე უღელი, ღირსეულად მოეხადათ ვალი სამშობლოს წინაშე. ზოგმა ციმბირის გულაგებიც გამოიარა, დიდ სამმამულო ომშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არ გაბორეტებულია, თავაწეული, ამაყი დაუბრუნდა საკუთარ კერას და ისევ განაგრძო თავისი საქმიანობა. არავისთვის თავს არ მოუხვევიათ მათი გადატანილი ტანჯვა და ვაება. სწორედ ეს არის ქართველი დედის ფენომენი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ყოველგვარ გასაჭირს და ბოლომდე მოიხადოს ვალი ოჯახის, შვილების და სამშობლოს წინაშე. ამის მაგალითია ამ წიგნში აღწერილი ქალბატონების ნინო მიქელაძის, ნუცა ღოღობერიძის ცხოვრება.ქალბატონმა ნელი გურგენიძემ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში”-პუბლიკაცია იპოვა ქალბატონ ქრისტინე ხარშილაძის შესახებ, რომელიც სამამულო ომში იბრძოდა ბოლო წუთამდე.მოიძიეს მასალები იპოვეს მისი შვილიც და მიიჩნიეს, ამ წიგნში შეეტანათ და მიწოდებინათ მკითხველთათვის.

უყტრდეს
რა თქმა უნდა ეს წიგნი სრულყოფილად ვერ დაიტევდა დედის სახის სივრცეს, მაგრამ ავტორები თვლიან, რომ ამით მათ ნაწილობრივ ყველა დედის სახე გააცოცხლეს, რათა მომავალ თაობას დაუტოვონ ანდერძად, როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, თუ როგორი იყო დაცული ოჯახში ყველა ტრადიცია,რამაც აქამდე მოიყვანა ჩვენი ერი. ყოველივე ამის შემომქმედი დედა იყო. დედა-რომელზედაც შვილი ჩასახვიდან ბიოლოგიურადაა მიჯაჭვული. დედა შვილებისთვის მაგალითის მიმცემი,მისგან სწავლობს შრომას,ამტანობას, მიმტევებლობას, სათნოებას, ერთგულებას, მეგობრობას, სიკეთის კეთებას და რაც მთავარია ბავშვის მთელი არსება სიყვარულის გარემოცვაშია. ერის მამამ, უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ქვეყნის დიდმა ჭირისუფალმა ილია მეორემ მოგვიწოდა””ნუ დაივიწყებთ, აღწერეთ თქვენი მშობლებისა და წინპრების ღვაწლი”

 

 

კჯჰუ

2016 წლის 7 მარტს საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის: “დედები”-პრეზენტაცია, რომლსაც ესწრებოდა საზოგადოებისათვის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პოეტები,მწერლები, აკადემიკოსები, პედაგოგები…
წიგნმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც გამომსვლელთა აღიარებამ დაადსატურა.ქალბატონებმა ნელი გურგენიძემ და ლია ლომიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს წიგნის შექმნის მიზეზები.მან ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონი მარინე ნებიერიძის მიერ გაწეული შრომა, რომელსაც ლომისწვლილი მიუძღვის მის შექმნაში. მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის წერილების ავტორებს, რადგან წიგნის დაბეჭვდისათვის სპონსორი ვერ იშოვეს და საკუთარი ხარჯებით მოუხდათ მისი გამოცემა.
ავტორებს მადლობა გადაუხადეს, სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი რევაზ მაჭარაშვილი, პოეტი მზია ხეთაგური, კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე,აკადემიკოსი ნათელა ვასაძე , გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტრი, დამსახურებული ჟურნალისტი, დავით აღმაშენებლის და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი ივანე ჯაფარიძე, ფიზიკოსი ჟუჟუნა ბოჭორიშვილი,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველ წოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მენეჯერი თინათინ კაკუშაძე,ქართველ ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზაირა დავარაშვილი, მეცნიერებათა აკადემიის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ცირა ლანჩავა. ჟურნალისტი მერაბ ბერაძე, რომელმაც თავისი ცნობილი ლექსით:” აუნთოთ სანთელი მშობლებს” დააგვირგვინა ეს საღამო. ეს არ იყო მარტო წიგნის პრეზენტაცია ეს იყო თბილი, სიყვარულით სავსე შეხვედრა,ურთიერთობა, მოფერება, რაც ესოდენ ენატრება ჩვენს ხალხს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური მდივანი სექსუალურ ძალადობაში მხილებული მშვიდობისმყოფელების დასჯას მოითხოვს
შემდეგი სტატიააშშ-მ “ისლამური სახელმწიფოსთვის” ქიმიური იარაღის შემქმნელი დააკავა