გაეროს გენერალური მდივანი ლვოვში ზელენსკის და ერდოღანს შეხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეხვედრა ლვოვში გაიმართება.

“გენერალური მდივანი ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება. ოდესის შემდეგ კი გუტერეში სტამბოლს ეწვევა, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.

banner
წინა სტატიაშიდაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის – არასამთავრობოების განცხადება
შემდეგი სტატიახუნდაძე – ქვეყანა მივუშვათ ომში, იმიტომ რომ უფრო დიდი ომია მოსაგები? მოთამაშე ჩვენ არ ვართ, მაგრამ შეწირული პაიკი შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს