დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ – მოქალაქეები 20:00 საათზე ვაკის პარკთან შეიკრიბებიან

დღეს, 15 მაისს, 20:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩებზე მსვლელობას მოაწყობენ.

“დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!

15 მაისს 20:00ზე ვიკრიბებით ყველა ვაკის პარკთან და ვაწყობთ მსვლელობას ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე, ვიკავებთ ორივე ქუჩას ერთდროულად და ვანახებთ რამდენი ვართ”, – წერენ ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშივგმობთ ევროპელი პარლამენტარების უდიერ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ -საზოგადოება „ქართული“
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი დღეს ინტერვიუს 11 გავლენიან საერთაშორისო მედიას მისცემს