IBSU: გრძელდება სასწავლო პროცესი, ხელს შევუწყობთ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი აგრძელებს სასწავლო პროცესს, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესებში ჩართულ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში – შავი ზღვის უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“საქართველოს ევროინტეგრაცია ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო და არის ევროპული ღირებულებების ერთგული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა არ ნიშნავდა ჩვენგან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, არამედ მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფას. საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული მხარე.

ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის ნაწილი. ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მათგანის აზრი. უნივერსიტეტი ყოველთვის იცავდა და იცავს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი აგრძელებს სასწავლო პროცესს, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესებში ჩართულ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში” – წერია შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – სალომე ზურაბიშვილის როლს პოზიტიურად ვხედავ, ორი კვირის წინ მივმართე, თავის თავზე აეღო მაკოორდინებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტის არა
შემდეგი სტატია“მიკროავტობუსში შეგვიყვანეს და იქ გვცემეს” – აქციაზე დაკავებულები