დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის – არასამთავრობოების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, რომ უსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ სავიზო რეჟიმი დაწესდეს. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და წერენ, რომ მოსკოვმა უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

“მიგვაჩნია რომ, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მედიაომბუცმენი
სირცხვილია
საქართველოს პენცენტრი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნები
თანასწორობის მოძრაობა
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
ევროპის ფონდი
ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო
ობსერვატორია
საფარი
დემოკრატიის მცველები
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
მწვანე ალტერნატივა
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
პლატფორმა “გამზირი”
ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
SEED საქართველო
სამირა ბაირამოვა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიც უერთდება
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მიხეილ გელაშვილი
მარიამ მაგულარია
არჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” დამფუძნებელი წევრი, ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს” (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი.

banner
წინა სტატიაშიროცა ხალხი პუტინის გადაწყვეტილებების გამო მასზე ზეწოლას მოახდენს, ომი დასრულდება – ზელენსკი
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალური მდივანი ლვოვში ზელენსკის და ერდოღანს შეხვდება