გაერომ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შაბათს, 22 დეკემბერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, კერძოდ, საუბარია “რუსეთის ფედერაციის კანონების, იურისდიქციისა და მართვის არაკანონიერებაზე” რეგიონში. დოკუმენტს, რომელიც კიევმა წარადგინა, მხარი 65-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ 27-მა ქვეყანამ მისცა ხმა, მათ შორის, რუსეთმა, ბელორუსმა, ვენესუელამ, ჩინეთმა, ნიკარაგუამ და სირიამ. 70-მა ქვეყანამ თავი შეიკავა – “დოიჩე ველე” წერს.

17 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ, ასევე, მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ წარდგენილ “რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვის მილიტარიზაციის” შესახებ რეზოლუციას.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა სირიაზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა
შემდეგი სტატია24 დეკემბერს ცესკოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ