მაკრონმა სირიაზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ღრმა მწუხარებას გამოხატავს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანას ეხება. “მოკავშირე საიმედო უნდა იყოს იმისათვის, რომ სხვა მოკავშირეებთან კოორდინირებულად იმოქმედოს” – მაკრონმა 23 დეკემბერს, კვირას პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ჩადში ვიზიტისას ჩაატარა. “იყო მოკავშირე, ნიშნავს, მხარდამხარ იბრძოლო” – დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა – “დოიჩე ველე” წერს. ამავე დროს, მაკრონმა პენტაგონის ხელმძღვანელს, ჯეიმს მეტისს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის “საიმედო პარტნიორია”. მეტისმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სირიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გააჟღერა

banner
წინა სტატიაშიწავკისში ორი მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაგაერომ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო