24 დეკემბერს ცესკოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისია 24 დეკემბერს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარემ სრული შემადგენლობის ორი მესამედის ხმა უნდა მიიღოს. შესაბამისად, ახალ თავმჯდომარეს მხარი 12-დან 8 წევრმა უნდა დაუჭიროს.

იმ შემთხვევაში თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. წარდგენილი სამი კანდიდატურიდან პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ჟვანიასა, მარიამ შელეგიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგაერომ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაცესკო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს